ავტორიზაცია

როგორი სტატისტიკით დაასრულა მბაპემ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი?

როგორი სტატისტიკით დაასრულა მბაპემ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი?
თარიღი 29 ივნ 2021, 02:05

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა - 3:3, 4:5 პენალტების სერიაში.

ამ ტურნირზე ფრანგთა მთავარმა ლიდერმა, კილიან მბაპემ ოთხი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

22 წლის სუპერვარსკვლავის აქტივში ერთადერთი შედეგიანი გადაცემაა, რომელიც დღევანდელ მატჩში მიითვალა - კილიანმა კარიმ ბენზემას გაატანინა.

"პსჟ"-ს რიგებში მბაპემ 2020/21 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.