ავტორიზაცია

მორიგი მრისხანე მეტოქე - ვის შეხვდება შვეიცარიის ნაკრები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში?

მორიგი მრისხანე მეტოქე - ვის შეხვდება შვეიცარიის ნაკრები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში?
თარიღი 29 ივნ 2021, 02:12

შვეიცარიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა (ძირითადი დრო - 3:3).

ასე და ამგვარად, ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდები მეოთხედფინალში გავიდნენ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები კი ტურნირს გამოეთიშნენ.

1/4 ფინალში შვეიცარია ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ხორვატიას დამატებით დროში 5:3 მოუგო.

ცნობისთვის, მეოთხედფინალური დაპირისპირება 2 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.