ავტორიზაცია

"ხვალ ახალი მოგზაურობა იწყება", - პელემ მბაპეს მიმართა

"ხვალ ახალი მოგზაურობა იწყება", - პელემ მბაპეს მიმართა
თარიღი 29 ივნ 2021, 13:12

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, შვეიცარიასთან გაცუდებული პენალტეის შემდეგ, კილიან მბაპეს მიმართა.

ბრაზილიელმა ახალგაზრდა ფრანგს სოციალური ქსელის მეშვეობით მხარდაჭერა გამოუთქვა.

„თავი მაღლა დაიჭირე, კილიან! ხვალ, ახალი მოგზაურობის პირველი დღე გელის.“ - წერს პელე „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალური მატჩი სტადიონ „ნაციონალზე“, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გაიმართა. ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, პენალტებში კი შვეიცარიამ 5:4 იმარჯვა.

ფრანგების მხრიდან გადამწყვეტი პენალტი კილიან მბაპემ გააცუდა.