ავტორიზაცია

იუვენტუსი პასუხს ელოდება — რა ვითარებაა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით?

იუვენტუსი პასუხს ელოდება — რა ვითარებაა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით?
თარიღი 29 Jun 2021, 20:26

"იუვენტუსი" მომავალთან დაკავშირებით თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გადაწყვეტილებას ელოდება, წერს ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის, რაც სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვეს" მუშაობაზეა დამოკიდებული.

თუ 36 წლის სუპერვარსკვლავი გუნდს დატოვებს, ტურინელებს ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვის შესაძლებლობა გაუნჩდებათ. სავარაუდოდ, კრიშტიანუ ივლისის შუა რიცხვებში გადაწყვეტს, სად გააგრძელებს კარიერას.

რონალდუს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "იუვენტუსთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში იგი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, 33 მატჩში გატანილი 29 გოლით.

ცნობისთვის, "ბებერი ქალბატონის" რიგებში კრიშტიანუმ სერია ა (2-ჯერ), იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.