ავტორიზაცია

მოურინიო: "საფრანგეთს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ გუნდი სწორედ შვეიცარია იყო"

მოურინიო: "საფრანგეთს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ გუნდი სწორედ შვეიცარია იყო"
თარიღი 29 ივნ 2021, 21:18

"ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ის 1/8 ფინალში შვეიცარიასთან მარცხის გამო საფრანგეთის ნაკრები გააკრიტიკა.

"საფრანგეთს შესანიშნავი შემადგენლობა და კარგი მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, გუნდი სწორედ შვეიცარია იყო. ვარსკვლავები არ ჰყავთ, მაგრამ მწვრთნელმა წარმოუდგენელი სამუშაო გასწია".

"ის გუნდი, რომელიც დიდ ტურნირებზე რთულად გადის, ევროსა და მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი სტადიების მონაწილედ იქცა", - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს TalkSport.

მოგეხსენებათ, შვეიცარიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა - 5:4. ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ევრო 2020-ის 1/4 ფინალში შვეიცარიელები ესპანეთს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 2 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.