"მოურინიო ჩემს დავიწყებას ვერ ახერხებს", - შოუ
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ლიუკ შოუს სტანდარტების შესრულების მეთოდს უბრალოდ კოშმარული უწოდა.
პორტუგალიელ სპეციალისტს თავად ინგლისელი მარცხენა მცველი გამოეხმაურა - "მოურინიოს პრობლოემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ჩემზე ძალიან ბევრს ფიქრობს.
გავიდა წლები მას შემდეგ, რაც ჩვენი თანამშრომლობა მორჩა, თუმცა პორტუგალიელი დამრიგებელი კვლავინდებურად ვერ ახერხებს ჩემს დავიწყებას.
დიახ, ჩვენი ურთიერთობა არ იყო იდეალური, მაგრამ ეს დავტოვე წარსულში და იგივეს მასაც ვურჩევ", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგბექმა.
შეგახსენებთ, "მგლების" ამჟამინდელი მწვრთნელი ინგლისის ეროვნული ნაკრების სამიანთან "წითელ ეშმაკებში" 2016-2018 წლებში მუშაობდა.