ყველაფერი გარკვეულია — დატოვებს თუ არა დეშამი საფრანგეთის ნაკრებს ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ?

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ევრო 2020-ს 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, იუწყება გავლენიანი გამოცემა ESPN.
მომდევნო კვირაში სპეციალისტი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრეს შეხვდება თავისი მომავლის განსახილველად. ფედერაციაში მისი დარჩენა სურთ.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
თავად 52 წლის სპეციალისტმა აქამდე განაცხადა, რომ დაკავებული პოსტის დატოვებას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, ფრანგები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.