ავტორიზაცია

დეშამი: "საფრანგეთის ნაკრების გამოვარდნა მბაპეს ბრალი არ არის"

დეშამი: "საფრანგეთის ნაკრების გამოვარდნა მბაპეს ბრალი არ არის"
თარიღი 29 ივნ 2021, 15:23

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდე დეშამმა დაიცვა კილიან მბაპე, რომელმაც შვეიცარიასთან გადამწყვეტი 11-მეტრიანი გააფუჭა:

"მბაპე გულდაწყვეტილია, ისევე როგორც საფრანგეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი. ჩვენი გუნდის გამოვარდნაში ის არ არის დამნაშავე, მან უბრალოდ მე-5 პენალტის დარტყმის პასუხისმეგლობა საკუთარ თავზე აიღო.

11-მეტრიანი დარტყმები არის საფეხბურთო ლატარეა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამწუხაროა, თუმცა ჩვენ გზას ვაგრძელებთ".

შეგახსენებთ, რომ "მამლებისა" და "მესაათეების" მერვედფინალური შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ, ანგარიშით 3:3.

დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის მეხუთე დარტყმამდე ყველა სხვა ფეხბურთელის 11-მეტრიანი ზუსტი იყო.

აქვე დავამატებთ, რომ ფრანგმა ფორვარდმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა ოთხი მატჩი, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.