ავტორიზაცია

ვის დაუპირისპირდება ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის 1/4 ფინალში?

ვის დაუპირისპირდება ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის 1/4 ფინალში?
თარიღი 29 ივნ 2021, 22:17

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ინგლისელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა რაჰიმ სტერლინგისა და ჰარი კეინის გოლებით მოახერხეს.

ასე და ამგვარად, გარეტ საუდგეიტის შეგირდები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც შვედეთი - უკრაინის წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან.

შვედებისა და უკრაინელების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ცნობისთვის, ინგლისისა და მისი მომავალი მეტოქის 1/4 ფინალური მატჩი 3 ივლისს, რომში გაიმართება.