ავტორიზაცია

ყველაზე გვიან გატანილი გამარჯვების გოლი - უკრაინის ფორვარდმა მიშელ პლატინის რეკორდი დაამხო

ყველაზე გვიან გატანილი გამარჯვების გოლი - უკრაინის ფორვარდმა მიშელ პლატინის რეკორდი დაამხო
თარიღი 30 Jun 2021, 14:36

სამშაბათს, 29 ივნისს, ევრო 2020-ს მერვედფინალში, უკრაინამ ექსტრა-ტაიმში შვედეთი 2:1 დაამარცხა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

როგორც OptaJoe იტყობინება, უკრაინის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი, არტიომ დობვიკი, ევროპის ჩეპიონატების ისტორიაში ყველაზე გვიან გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

შვედეთის ნაკრების კარის აღება ფორვარდმა 120.37 წუთზე მოახერხა და მან მიშელ პლატინის რეკორდი დაამხო, რომელმაც 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრებს გამარჯვების გოლი 118.53 წუთზე გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ საუბარია უშუალოდ გამარჯვების გოლზე - ზოგადად კი, ყველაზე გვიანი გოლი თურქ სემიჰ შენტურკს ეკუთვნის, რომელმაც ევრო 2008-ზე, ხორვატიის ნაკრებს 121.01-ზე გაუტანა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ევრო 2020-ს მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრების მეტოქე ინგლისი იქნება.