შვედეთთან მოპოვებულ გამარჯვებას, შევჩენკო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ევრო 2020-ს ¼-ფინალში გასვლაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.
მატჩის შემდეგ, შევჩენკომ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა პოსტი:
„ეს ძალიან გვინდოდა და ძლიერი და ამაყი თამაშით მოვახერხეთ გამარჯვება. წავედით მეოთხედფინალში... ყველა ერთად.“ - წერს ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ შვედეთს 1/8-ფინალში, გამარჯვების გოლი ექსტრა-ტაიმის მიწურულს გაუტანა და ევრო 2020-ს მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.
შემდეგ ეტაპზე უკრაინელების მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მატჩში დამაჯერებლად მოახერხა გერმანიის ნაკრების ძლევა - 2:0.