ავტორიზაცია

უკრაინის ნაკრების მცველმა გაიხსენა ის ფრაზა, რომელსაც შევჩენკო დამატებითი დროის შესვენებაზე იმეორებდა

უკრაინის ნაკრების მცველმა გაიხსენა ის ფრაზა, რომელსაც შევჩენკო დამატებითი დროის შესვენებაზე იმეორებდა
თარიღი 30 Jun 2021, 15:10

უკრაინის ნაკრების მცველმა, ნიკოლაი მატვიენკომ, ისაუბრა, თუ რა ფრაზას იმეორებდა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო, როცა შეგირდებს ექსტრა-ტაიმისთვის განაწყობდა.

„რა სიტყვები წარმოსთქვა შევჩენკომ, დამატებითი დროის შესვენებაზე? მხოლოდ სამოტივაციო. მხოლოდ წინსვლა! სულ ისმოდა ფრაზა: „ისინი ცვენზე მეტად დაიღალნენ.“ ეს კარგად გვმუხტავდა.

წითელმა ბარათმა თავისი როლი 100%-ით შეასრულა. ვნახე სურათი, რაც, რა თქმა უნდა, საშინელებაა. ეს ბესედინის გამარჯვებაა, ჩემი აზრით. მას ეძღვნება.“ - აღნიშნა მატვიენკომ უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში.

მატჩის 98-ე წუთზე, შვედეთის ნაკრების მცველმა, მარკუს დანიელსონმა, უკრაინის ნაკრების ფორვარდის, არტიომ ბესედინის წინააღმდეგ იუხეშა. მსაჯმა შვედი მოედნიდან გააძევა, უკრაინელმა კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ევრო 2020-ს მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება, მატჩი 3 ივლისს გაიმართება.