ავტორიზაცია

შევჩენკო: "იმედია, რომაელი ფანები ინგლისთან მატჩში ჩვენსკენ იქნებიან"

შევჩენკო: "იმედია, რომაელი ფანები ინგლისთან მატჩში ჩვენსკენ იქნებიან"
თარიღი 30 ივნ 2021, 17:17

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, გამოთქვა იმედი, რომ ევრო 2020-ს ¼-ფინალში, ინგლისთან მატჩში, იტალიელი გულშემატკივრები მისი გუნდის მხარეს იქნებიან.

3 ივლისს, ეს ორი გუნდი ერთმანეთს რომში დაუპირისპირდება.

„ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ყველაფერი გაიღეს. ამ გამარჯვებას უკრაინელ ხალხს ვუძღვნი, ჩვენ დიდი სულისკვეთებით ვითამაშეთ.

იმედია, იტალიელი ქომაგები რომში ჩვენსკენ იქნებიან. ინგლისი დიდებული გუნდია, ძალიან მძიმე მატჩი გველის“ - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Sky Sport Italia.

1/8-ფინალში უკრაინამ შვედეთის ბარიერი გაიარა (2:1), ინგლისმა კი კლასიკურ დაპირისპირებაში გერმანია დაამარცხა (2:0) და რჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც ევრო 2020-ზე გოლი ჯერ არ გაუშვია.