"კვერკველიას შემდეგი გუნდი რუსული არ იქნება", - ქართველი მცველის წარმომადგენელი

როგორც მოგეხსენებათ, საბა კვერკველიასა და მოსკოვის "ლოკომოტივის" გზები ერთხელ და საბოლოოდ გაიყარა. ქართველი ცენტრალური მცველი "რკინიგზელების" მოთამაშე აღარ არის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელის მომავლის შესახებ ისაუბრა ფეხბურთელის წარმომადგენელმა, იონ კარპმა:
"კვერკველიას შემდეგი გუნდი რუსული არ იქნება. მისი აღნიშნული ქვეყნის ჩემპიონატში დარჩენა პრაქტიკულად არარეალურია.
აქედან გამომდინარე, ქართველი ცენტრალური მცველისთვის კლუბს ევროპაში ვეძებთ", - განაცხადა "ჯვაროსნების" ხუთიანის წარმომადგენელმა Metaratings.ru-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სოლომონი "წითელ-მწვანეებში" ირიცხებოდა 2017-2021 წლებში და თავის სადებიუტო სეზონში ის ჩემპიონი გახდა.
29-წლის ცენტრბექმა გასული სეზონი განათხოვრების წესით ჩაატარა ვოლგოგრადის "როტორში", რომლის შემადგენლობაში ის რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა.