ტრანსფერი სომხეთში: საბურთალოს ფეხბურთელი არარატ არმენიაში ითამაშებს
საბურთალოს 24 წლის ნახევარმცველი ელვინ ტერა კარიერას სომხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
კენიეილმა შუახაზელმა ქართული გუნდი დატოვა და საბურთალო მას დაემშვიდობა.
"კენიელ ნახევარმცველს საბურთალოსთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.
ელვინმა ბოლო ოფიციალური მატჩი გუშინ, წყალტუბოში „სამგურალთან“ გამართა და კლუბს დაემშვიდობა," - წერს საბურთალო.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ელვინ ტერა კარიერას "არარატ არმენიაში" გააგრძელებს, რომელთანაც საბურთალოს 2019 წელს ცუდი მოგონებები აკავშირებს. სწორედ ამ სომხურმა გუნდმა გამოთიშა თბილისელები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან.
ელვინ ტერა საბურთალოში“ 2015 წლიდან ირიცხებოდა. საყრდენმა ნახევარმცველმა 154 ჩატარებულ მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.