ავტორიზაცია

პსჟ-დან სპარტაკის დუბლებში - ქუთათელაძემ ამხანაგურ მატჩში ორი გოლი გაიტანა

პსჟ-დან სპარტაკის დუბლებში - ქუთათელაძემ ამხანაგურ მატჩში ორი გოლი გაიტანა
თარიღი 30 ივნ 2021, 22:48

მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა თანატოლები "ხიმკიდან", ანგარიშით 2:1.

აღსანიშნავია, რომ "თეთრ-წითლების" მხრიდან ორივე გოლი გაიტანა ნიკოლოზ ქუთათელაძემ, თანაც ორ წუთში (42-44 წთ.).

როგორც ვიცით, ქართველი თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ირიცხებოდა "პარი სენ-ჟერმენის", "ლილისა" და პრაღის "სპარტას" აკადემიებში.

"პსჟ"-ს ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფორვარდის პირველი პროფესიული კლუბი იყო მახაჭკალის "ანჟი", 2019 წლიდან კი ის "სახალხო გუნდის" წევრი გახდა.

ცნობისთვის, 20-წლის შემტევს სამი მატჩი საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება პარიზს, "სპარტაკის" მე-13 ნომერი საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი კლუბის აკადემიაში 2017-2018 წლებში ირიცხებოდა.