ტრანსფერის მოლოდინში - ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი უკვე იპოვა
"პორტუს" ნახევარმცველმა, ოტავიუმ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ბრიტანულ და პორტუგალიურ პრესაში წერენ, 26 წლის ბრაზილიელის დამატებით "ლივერპულია" დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები ოტავიუს ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც ამ ზაფხულს "პსჟ"-ში გადავიდა.
ცნობისთვის, "პორტუს" შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 1 ივლისს 40-დან 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
2020/21 წლების სეზონში ოტავიუმ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.