ავტორიზაცია

სანჩოს დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლით მანჩესტერ სიტიც იხეირებს

სანჩოს დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლით მანჩესტერ სიტიც იხეირებს
თარიღი 01 ივლ 2021, 20:30

მოგეხსენებათ, "დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

"წითელ ეშმაკებს" ინგლისელის ტრანსფერი 90 მილიონი ევრო დაუჯდათ, დამატებით ხუთ მილიონს კი "ფუტკრები" ბონუსად მიიღებენ.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, სანჩოს ტრანსფერიდან დაახლოებით 13 მილიონ ევროს "მანჩესტერ სიტი" მიიღებს, სადაც ჯეიდონმა კარიერის საწყისი ეტაპი გაატარა.

გასულ სეზონში 21 წლის შემტევმა "დორტმუნდის" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, სანჩომ ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრების მაისურით მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ჩეხეთის (1:0) წინააღმდეგ, სადაც მინდორზე 7 წუთი გაატარა.