ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: სანჩო მანჩესტერის ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად: სანჩო მანჩესტერის ფეხბურთელია
თარიღი 01 ივლ 2021, 14:55

ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო საგა დასრულდა - დორტმუნდის "ბორუსიადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი გაოფიციალურდა.

"წითელ ეშმაკებს" ინგლისელი შემტევის ტრანსფერი დაუჯდათ 90 მილიონი ევრო, დამატებით ხუთ მილიონს კი "ფუტკრები" ბონუსად მიიღებენ.

"მანკუნიანელებისა" და მათი ახალწვეული ვინგერის თანამშრომლობა გათვლილი იქნება 2026 წლამდე, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი 250 000 ფუნტი იქნება.

შეგახსენებთ, ბრიტანელი გარემარბი ვესტფალიაში თამაშობდა 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 137 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.

აქვე დავამატებთ, რომ 21-წლის ფლანგელი არის "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი, რომლის აკადემიაში ის 2015-2017 წლებში ირიცხებოდა.