ავტორიზაცია

სიტიში მოთამაშე სანჩოს პოსტი 2016 წლიდან: "ფეხბურთი ლურჯია!"

სიტიში მოთამაშე სანჩოს პოსტი 2016 წლიდან: "ფეხბურთი ლურჯია!"
თარიღი 01 ივლ 2021, 13:39

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო კარიერას მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ვინგერი არის "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი, რომლის აკადემიაში ის 2015-2017 წლებში ირიცხებოდა.

"წითელ ეშმაკებში" გადასვლის წინ, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მოიძიეს "ქალაქელების" ყოფილი გარემარბის ერთ-ერთი საინტერესო პოსტი სოციალური ქსელიდან.

"ფეხბურთი ლურჯია!", - წერდა ბრიტანელი ფლანგელი 2016 წელს. შეგახსენებთ, რომ "ფუტკრების" შვიდიანს "ეტიჰადზე" ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

წარმოშობით ტრინიდადელი შემტევი მალევე გადაბარგდა ვესტფალიაში, სადაც დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც გადადგა.