ავტორიზაცია

სატრანსფერო საგა როგორც იქნა დასრულდა - მანჩესტერი და დორტმუნდი სანჩოს ფასზე შეთანხმდნენ

სატრანსფერო საგა როგორც იქნა დასრულდა - მანჩესტერი და დორტმუნდი სანჩოს ფასზე შეთანხმდნენ
თარიღი 30 ივნ 2021, 22:30

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო საგა დასრულდა - დორტმუნდის "ბორუსიადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერს წინ აღარაფერი უშლის.

"წითელ ეშმაკებს" ინგლისელი შემტევის ტრანსფერი დაუჯდებათ 90 მილიონი ევრო, დამატებით ხუთ მილიონს კი "ფუტკრები" ბონუსად მიიღებენ.

"მანკუნიანელებისა" და ვესტფალიელთა ვინგერის თანამშრომლობა გათვლილი იქნება 2026 წლამდე, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი 250 000 ფუნტი იქნება.

იგივე წყაროს მტკიცებით, ბრიტანელი გარემარბის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლა ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

შეგახსენებთ, 21-წლის ფლანგელი "სიგნალ იდუნა პარკზე" თამაშობდა 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 137 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.