მანჩესტერმა პოგბას პოტენციური შემცვლელი ბაიერნში შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედში" არ გამორიცხავენ გუნდის ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას სხვა გუნდში გადასვლას.
Bild-ის თანახმად, ფრანგი ფლეიმეიქერის წასვლის შემთხვევაში, "წითელი ეშმაკები" ლეონ გორეცკას ტრანსფერზე გადაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ "მანკუნიანელების" ფლეიმეიქერის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", ტურინის "იუვენტუსს" და "პსჟ"-ს.
ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდის ექვსიანის შესაძლო ტრანსფერში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინო რაიოლაზე, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში ტრადიციულად აქტიურობს.
რაც შეეხება გერმანელ გამთამაშებელს, მისი მიუნხენის "ბაიერნიდან" წასვლის მომასწავებელი ჯერჯერობით არაფერი ხდება.