მათეუსი: "სანჩო ინგლისისთვის საკმარისად კარგი არ არის? შეგვიძლია მას გერმანული პასპორტი მივცეთ"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა, ჯეიდონ სანჩოს შესახებ ისაუბრა:
"სანჩო უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მიკვირს, თუ რატომ არ ათამაშებენ მას ინგლისის ნაკრებში.
იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელი შემტევი თავისი ეროვნული გუნდისთვის არ არის საკმარისად კარგი, შეგვიძლია მას გერმანიის პასპორტი მივცეთ.
აქ ყველას უკვირს ჯეიდონის უთამაშებლობა და ვფიქრობ, არავინ იქნებოდა მისი ბუნდესნაკრებში ხილვის წინააღმდეგი", - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ალემანები სწორედ "ლომებს" დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დორტმუნდის "ბორუსიას" ვინგერს, მას ნაკრებში მინიმალური სათამაშო დრო ეძლევა.