ავტორიზაცია

სანჩო მანჩესტერში ჯერ არ გადასულა, თუმცა მცირე უთანხმოება კლუბში უკვე წარმოიქმნა?

სანჩო მანჩესტერში ჯერ არ გადასულა, თუმცა მცირე უთანხმოება კლუბში უკვე წარმოიქმნა?
თარიღი 01 Jul 2021, 12:06

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას წინ პრაქტიკულად აღარაფერი უდგას.

The Guardian-ს თუ დავუჯერებთ, ინგლისელმა ვინგერმა "წითელ ეშმაკებში" მცირე უთანხმოების შემოტანა უკვე მოახერხა.

საქმე ისაა, რომ "ფუტკრების" გარემარბს სურს მეშვიდე ნომრის აღება, რომელიც ამჟამად ეკუთვნის ედინსონ კავანის, ის კი "მანკუნიანელებიდან" წასვლას მინიმუმ ერთი სეზონი არ აპირებს.

"ოლდ ტრაფორდზე" ფიქრობენ ალტერნატივაზე - ბრიტანელმა ფლანგელმა დროებით აიღოს სხვა ნომერი, ურუგვაელი ფორვარდის წასვლამდე.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდის ვეტერანი თავდამსხმელისთვის მეცხრე ნომრის გადაცემა, რითაც გუნდის ახალწვეული საწადელს მიაღწევს.

ასეთ შემთხვევაში დაზარალდება სხვა შემტევი, ანტონიო მარსიალი, რომელიც "მანჩესტერში" მეცხრე ნომრით ამჟამად თამაშობს.