იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის გრანდიოზული ბარტერი იგეგმება

ტურინის "იუვენტუსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შესაძლოა განხორციელდეს გრანდიოზული ბარტერი, ანუ ფეხბურთელების გაცვლა.
The Sun-ს თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუ დაინტერესებულია "ბებერი ქალბატონის" დატოვებით და ერთ-ერთ ვარიანტად "ეშმაკუნებში" დაბრუნება განიხილება.
"მანკუნიანელებიდან" "ბიანკონერიში" კი საპირისპირო მიმართულებით შესაძლოა გადმოვიდეს პოლ პოგბა, რომლის აგენტი, მინო რაიოლა გარიგებაზე უკვე მუშაობს.
პორტუგალიელი თავდამსხმელის "იუვენტუსიდან" წასვლა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კლუბში მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდა.
რაც შეეხება ფრანგ ცენტრალურ ნახევარმცველს, მისი პერსპექტივები "ოლდ ტრაფორდზე" ყოველთვის ბურუსით იყო მოცული.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში, "მანჩესტერის" აღზრდილი მშობლიურ კლუბში სწორედ ტურინიდან დაბრუნდა.