ავტორიზაცია

სანჩო მხოლოდ სტარტერია? - მანჩესტერის მენიუში კიდევ 5 სატრანსფერო კერძია

სანჩო მხოლოდ სტარტერია? - მანჩესტერის მენიუში კიდევ 5 სატრანსფერო კერძია
თარიღი 01 ივლ 2021, 14:11

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დახურა დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი. The Guardian-ის თანახმად, "ეშმაკუნების" სიაში კიდევ 5 მოთამაშეა.

ესენი არიან - ჰარი კეინი, რაფაელ ვარანი, კირან ტრიპიერი, დეკლან რაისი და პაუ ტორესი. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ცენტრალური მცველი ფრანგის ალტერნატივად მოიაზრება.

ყველაზე მასშტაბურად ჩანს ინგლისელი თავდამსხმელის ტრანსფერი, თუმცა მისი "მანკუნიანელებში" გადმოსვლა ნაკლებად სავარაუდოა.

საქმე ისაა, რომ "ტოტენჰემის" ლიდერისთვის ბრძოლაში ფავორიტი არის "მანჩესტერ სიტი" და არა ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდი.

იგივე წყაროს მტკიცებით, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები უკვე ძალიან ახლოს არიან მადრიდის "რეალის" უკანახაზელის გაფორმებასთან.