ავტორიზაცია

"ინგლისის ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათო მეტოქეა", - კეინი

"ინგლისის ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათო მეტოქეა", - კეინი
თარიღი 30 ივნ 2021, 19:44

ინგლისის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ჰარი კეინმა თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, ევრო 2020-ის 1/8 ფინალში "ლომებმა" გერმანია დაამარცხეს.

"გერმანისთან გამარჯვების დღე არის მომენტი, რომელიც ინგლისის ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს სამუდამოდ დაამახსოვრდება.

საოცარი იყო უემბლიზე ამ ემოციების შეგრძნება. ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათო მოწინააღმდეგე ვართ, ეს უკვე დავამტკიცეთ".

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელთა მეტოქე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრები იქნება.

რაც შეეხება ინგლისელ თავდამსხმელს, "ბუნდესნაკრების" კარის აღებით, მან ევრო 2020-ზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

შევჩენკო: "იმედია, რომაელი ფანები ინგლისთან მატჩში ჩვენსკენ იქნებიან"