ავტორიზაცია

აზაროვის ყუმბარა, ჯოვინოს ქამბექი, კუპატაძის სუპერ სეივი - დინამო ბათუმმა დედაქალაქი აიღო! [VIDEO]

თარიღი 01 ივლ 2021, 22:30

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა წარიმართა საოცრად დრამატული სცენარით. ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს მასპინძლებმა, ზორან მარუშიჩის გოლით, თუმცა მეორე ტაიმში აჭარლებმა ქამბექი გამოადნეს.

ანგარიში ყუმბარისებული დარტყმით გაათანაბრა ირაკლი აზაროვმა, გამარჯვების მომტანი გოლი კი 90-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა შეაგდო.

პირველ ადგილზე 43 ქულით გადაინაცვლეს ბათუმელებმა, რომლებმაც თბილისელებს ორი ქულით გაასწრეს.