ავტორიზაცია

"მიღებული ფულით გახარებულები არ ვართ", - დორტმუნდის დირექტორი სანჩოს ტრანსფერზე

"მიღებული ფულით გახარებულები არ ვართ", - დორტმუნდის დირექტორი სანჩოს ტრანსფერზე
თარიღი 02 ივლ 2021, 00:02

"დორტმუნდის" გენერალური დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე შემტევი ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას გამოეხმაურა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" სანჩოს ტრანსფერზე შეთანხმებას მივაღწიეთ. წასვლა უნდოდა, ჩვენ კი მისი შენარჩუნება".

"მიღებული ფულით გახარებულები არ ვართ, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მიდის", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" სანჩოს ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. გარიგების დასახურად 21 წლის ინგლისელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით უნდა გაიაროს.

გასულ სეზონში სანჩომ "დორტმუნდის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.