ავტორიზაცია

"ინდივიდუალურად ჩვენი უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს", - ვიტსელი იტალიასთან მატჩის წინ

"ინდივიდუალურად ჩვენი უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს", - ვიტსელი იტალიასთან მატჩის წინ
თარიღი 02 ივლ 2021, 00:47

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა ევრო 2020-ის ეგიდით, იტალიასთან გასამართი 1/4 ფინალური მატჩის წინ თავისი გუნდი მეტოქეს შეადარა.

"ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავს ისეთი, რომელსაც მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა, იტალიელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ".

"ხვალ სერიოზული ბრძოლა გველის, მამაცები უნდა ვიყოთ. ისე არ უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან ბოლო 20 წუთი, როცა ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ და უბრალოდ თავს ვიცავდით. ასეთი რამ იტალიის წინააღმდეგ არ გაჭრის", - ციტირებს ვიტსელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ბელგია - იტალია უკვე დღეს, 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.