"ევრო 2020-ზე ორი ფავორიტი მყავს", - ხაბიბი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი შეაფასა:
"მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მყავს ორი ფავორიტი - ინგლისი და ბელგია. ძალიან მომწონს ამ ორი გუნდის თამაში.
მათ ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა და ჩემი აზრით, ბრიტანელები უფრო შეთამაშებულები არიან".
შეგახსენებთ, რომ ალბიონელები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში შეხვდებიან უკრაინას, "ეშმაკები" კი იტალიის ნაკრებს.
აქვე დავამატებთ, რომ "სკუადრა აძურასა" და "წითლების" დაპირისპირება გაიმართება დღეს, 2 ივლისს, გარეტ საუთგეიტის გუნდისა და "ლურჯ-ყვითლების" მატჩი კი 3 ივლისს.