ავტორიზაცია

მოურინიო: "გამიკვირდება, თუ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში ვერ გავა"

მოურინიო: "გამიკვირდება, თუ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში ვერ გავა"
თარიღი 30 Jun 2021, 21:32

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების შანსები შეაფასა:

"იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არის ინგლისის ნაკრების მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და ვინ შეიძლება იყოს მათი მეტოქე ნახევარფინალში, მათი ფინალში ვერ გასვლა გამიკვირდება.

ამის მიუხედავად, ამ გუნდმა უნდა დააფასოს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, საფრანგეთი-შვეიცარიის შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა.

მოვლენებს არ ვუსწრებ, უბრალოდ ფაქტია, "ლომებს" ევრო 2020-ის ფინალში გასვლის მართლა ძალიან კარგი შანსი აქვთ", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, ბრიტანელთა მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იქნება უკრაინა, ამ წყვილის გამარჯვებული კი დანია-ჩეხეთს შორის მოგებულს შეხვდება.

რაც შეეხება მერვედფინალს, როგორც ვიცით, ალბიონელებმა ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხეს გერმანია, ანგარიშით 2:0.