[VIDEO] აქტივი გახსნა - კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა!
წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში რუსულ პრემიერლიგაში აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდი რუბინს მასპინძლობს.
2021/2022 წლის სეზონის პირველი არაოფიციალური გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ ნოვგოროდელებს გაუტანა.
31-ე წუთზე 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ რუბინის მთავარი პენალტისტი სერბი ფორვარდი ჯორჯე დესპოტოვიჩია, თუმცა მან ქართველ შემტევს პენალტი დაუთმო.