ავტორიზაცია

ფეხბურთელი უკვე ადგილზეა - აბურჯანიას ახალი კლუბი ცნობილია

ფეხბურთელი უკვე ადგილზეა - აბურჯანიას ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 02 ივლ 2021, 16:10

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველი უკვე პორტუგალიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. მის ტრანსფერს ჟილ ვისენტე უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

ჟილ ვისენტე გასულ სეზონში პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მე-11 პოზიციაზე გავიდა, ახალ სეზონში კი კლუბს ამბიციური გეგმები ექნება.

გიორგი აბურჯანია გასულ სეზონში 2 კლუბში იყო. წელი რეალ ოვიედოში დაიწყო, თუმცა შემდეგ კარტახენაში გადავიდა, სადაც 15 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.