ავტორიზაცია

VIDEO: ტოტი ქართულ რესტორანში მეუღლესთან ერთად: "შეუძლებელია, ეს კერძები რომ არ გასინჯო!"

თარიღი 01 ივლ 2021, 13:13

იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი, ფრანჩესკო ტოტი ზაფხულის ცხელ დღეებს მოსკოვში ატარებს.

ყოფილი იტალიელი ფორვარდი მივიდა რუსეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, სადაც გემრიელად ისადილა.

ჭამის პროცესში სახალისო ვიდეო გადაიღო "რომას" საკულტო კაპიტნის მეუღლემ, ილარია ბლაზიმ, რომელმაც მეუღლეს რამდენიმე კერძის დაგემოვნება შესთავაზა.

ვიდეოში ვხედავთ არაერთ ქართულ კერძსა და სასმელს. იტალიელი ქალბატონი აღტაცებას ვერ მალავდა. ყველაზე საინტერესო მომენტი: ბლაზი "იმპერატორს" სულგუნის ფირფიტებში გახვეული ნადუღის დაგემოვნებას თხოვს.