"თუ ნეფტჩისთან წავაგებთ, კატასტროფა არ იქნება" - რომან ფიფია
დინამო თბილისის პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, თუ მისი გუნდი აზერბაიჯანულ ნეფჩისთან დამარცხდება, ეს კატასტროფა არ იქნება.
ამის შესახებ თბილისური კლუბის პრეზიდენტმა Azerisport.com-თან ისაუბრა.
"კარგია, რომ ნეფჩის ვეთამაშებით, აუცილებლად საინტერესო შეხვედრა იქნება. მჯერა, ორივე გუნდს ამ დაპირისპირებაში თანაბარი შანსები აქვს. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.
ბიუჯეტი გუნდის დაკომპლექტებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა ჩემი გუნდის მჯერა. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს.
იქნება თუ არა კატასტროფა, თუ ნეფჩისთან წავაგებთ? არა, მთავარია ჩემმა გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს," - განაცხადა რომან ფიფიამ.
დინამოსა და ნეფჩის შორის პირველი შეხვედრა 8 ივლისს, დინამო არენაზე გაიმართება.