ბელგიური ან დანიური ვარიანტი - ხოჭოლავა ახალ გუნდს მალე აირჩევს
შანსი იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბი შეიცვალოს, ძალიან დიდია.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ 27 წლის ცენტრალურ მცველს დანიური კოპენჰაგენისა და ბელგიური გენკის ვარიანტი აქვს.
ფეხბურთელს შახტართან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა, რომელმაც ცენტრალური მცველების დამატების სურვილი გამოთქვა, ხოჭოლავაც არაა წინააღმდეგი, ძალები ევროპაში მოსინჯოს.
დავით ხოჭოლავა შახტარს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 88-ჯერ ითამაშა.