"ახლა დროა, თავი ევროპის TOP 5 ჩემპიონატში გამოვცადო!" - კვერკველიას პირველი კომენტარი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად დაადასტურა გუნდიდან ოთხი ფეხბურთელის წასვლა. წასულ მოთამაშეებს შორის საბა კვერკველიაც არის, რომელმაც რუსულ გუნდში 4 წელი გაატარა.
"რკინიგზელთა" შემადგენლობიდან წამოსვლის შემდეგ ქართველმა მცველმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ლოკომოტივში სიომინის გამო გადავედი, ის წავიდა - მეც წავედი. არაფერს ვნანობ, პირიქით, მიხარია! რუსეთში ყველაფერი მოვიგე.
ახლა დროა, საკუთარი თავი ევროპაში გამოვცადო. მალე ვნახავთ, სად წავალ, ეს იქნება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბი," - განაცხადა საბა კვერკველიამ.
საქართველოს ნაკრების მცველმა ლოკომოტივში ყოფნის პერიოდში რუსეთში შესაძლო ყველა ტიტული მოიგო.