ავტორიზაცია

[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა

თარიღი 02 ივლ 2021, 20:07

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის F ჯგუფის მატჩში ფილიპინების კაია ულსან ჰიუნდაის დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა სამხრეთ კორეელთა შემადგენლობიდან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს, რომელმაც პირველ ტაიმში საგოლე გადაცემა გააკეთა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 48-ე წუთზე კი გოლიც გაიტანა.

ჯგუფურ ეტაპზე 3 ტურის შემდეგ ულსან ჰიუნდაის 9 ქულა აქვს და უდანაკარგოდ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეულ გუნდს 2021 წლის თებერვალში შეუერთდა, გუნდის მაისურით 18-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.