ვის შეხვდება ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში?

ესპანეთის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა.
ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, "საფეხბურთო ლატარეაში" კი "ფურია როხამ" იმარჯვა - 3:1.
ასე და ამგვარად, 1/2 ფინალში ლუის ენრიკეს შეგირდების მეტოქე ბელგია ან იტალია იქნება.
იტალიელებისა და ბელგიელების დაპირისპირებამ სტარტი 23:00 საათზე აიღო და ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ევრო 2020-ის ნახევარფინალური შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება.