ავტორიზაცია

ვინ დასახელდა შვეიცარია - ესპანეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა შვეიცარია - ესპანეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 02 ივლ 2021, 23:11

ესპანეთის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში შვეიცარია დაამარცხა (1:1, 3:1 - პენალტების სერიაში).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ფურია როხას" გოლკიპერი, უნაი სიმონი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის კარის დარაჯმა "საფეხბურთო ლატარეაში" ორი დარტყმა მოიგერია.

"ბილბაოს" მეკარემ ჯერ "ნიუკასლის" ნახევარმცველის, ფაბიან შერის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი "დორტმუნდის" უკანახაზელის, მანუელ აკანჯის.

ასე და ამგვარად, 1/2 ფინალში ლუის ენრიკეს შეგირდების მეტოქე ბელგია ან იტალია იქნება.

იტალიელებისა და ბელგიელების დაპირისპირებამ სტარტი 23:00 საათზე აიღო და ამ წუთებში მიმდინარეობს.