ავტორიზაცია

ესპანეთის მეკარე: "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ზომერს გადავცემდი"

ესპანეთის მეკარე: "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ზომერს გადავცემდი"
თარიღი 02 ივლ 2021, 23:18

ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა, უნაი სიმონმა ევრო 2020-ის 1/4 ფინალში შვეიცარიის დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "ფურია როხამ" მოიგო - 3:1.

"ფეხბურთი სამართლიანია, ნამდვილი გამარჯვებულები ვართ. ერთხელ "ბეტისთან" მატჩში ორი პენალტი მოვიგერია. ეს ბავშვობაშიც რამდენჯერმე გამიკეთებია".

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ზომერს გადავცემდი", - განაცხადა "ბილბაოს" კარის დარაჯმა.

სიმონმა "საფეხბურთო ლატარეაში" ჯერ "ნიუკასლის" ნახევარმცველის, ფაბიან შერის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი "დორტმუნდის" უკანახაზელის, მანუელ აკანჯის.

ასე და ამგვარად, 1/2 ფინალში ლუის ენრიკეს შეგირდების მეტოქე ბელგია ან იტალია იქნება.

იტალიელებისა და ბელგიელების დაპირისპირებამ სტარტი 23:00 საათზე აიღო და ამ წუთებში მიმდინარეობს.