ავტორიზაცია

"ვამაყობ ჩემი გუნდითა და იმით, რასაც მივაღწიეთ", - ზომერი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

"ვამაყობ ჩემი გუნდითა და იმით, რასაც მივაღწიეთ", - ზომერი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
თარიღი 02 ივლ 2021, 23:24

შვეიცარიის ნაკრების გოლკიპერმა, იან ზომერმა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ესპანეთთან (1:1, 1:3 - პენალტების სერიაში) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"დეჟა ვუ მქონდა, როცა ბურთი ჩვენი კარის ბადეში გაეხვა: ზუსტად ასეთი გოლი გავუშვით აქ სამი წლის წინ შვედეთთან მატჩში".

"მაგრამ ვამაყობ გუნდითა და იმით, რასაც მივაღწიეთ. მთელი ქვეყანა მხარს გვიჭერდა", - ციტირებს ზომერის სიტყვებს ტურნირის ოფიციალური საიტი.

ევრო 2020-ის 1/2 ფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე ბელგია ან იტალია იქნება.

იტალიელებისა და ბელგიელების დაპირისპირებამ სტარტი 23:00 საათზე აიღო და ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ევრო 2020-ის ნახევარფინალური შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება.