ავტორიზაცია

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედში წასული სანჩოს შემცვლელი იპოვა — ფაბრიციო რომანო

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედში წასული სანჩოს შემცვლელი იპოვა — ფაბრიციო რომანო
თარიღი 02 ივლ 2021, 23:29

"დორტმუნდი" "პსვ"-ს თავდამსხმელ დონიელ მალენით ინტერესდება, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ჰოლანდიელი ჯეიდონ სანჩოს შემცვლელად განიხილება, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.

მალენის აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც ბორუსიელთა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

"პსვ"-ს ახალგაზრდა თავდამსხმელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში მალენმა ეინდჰოვენელთა რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.