ავტორიზაცია

ლუის ენრიკე: "ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პენალტების სერია იყო"

ლუის ენრიკე: "ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პენალტების სერია იყო"
თარიღი 03 ივლ 2021, 00:43

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ევრო 2020-ის 1/4 ფინალში შვეიცარიასთან (1:1, 3:1 - პენალტების სერიაში) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პენალტების სერია იყო, რადგან ისე მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, ვარჯიშებზე ყველაფერი შევიმუშავეთ, ასე რომ არც მე, არც ჩემს შტაბს გასაკეთებელი აღარაფერი გვქონია".

"თავიდანვე ვამბობდი, რომ იმ შვიდ-რვა გუნდს შორის შევდიოდით, რომელსაც ტურნირის მოგება შეუძლია - ეს გაზვიადებული არ არის. ახლა ოთხეულში ვართ", - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ასე და ამგვარად, 1/2 ფინალში ლუის ენრიკეს შეგირდების მეტოქე ბელგია ან იტალია იქნება.

იტალიელებისა და ბელგიელების დაპირისპირებამ სტარტი 23:00 საათზე აიღო და ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ევრო 2020-ის ნახევარფინალური შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება.