2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში იტალიის ნაკრებმა ბელგია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ასე და ამგვარად, რობერტო მანჩინის შეგირდები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
თავის მხრივ, "ფურია როხამ" მეოთხედფინალში დღეს შვეიცარიას მოუგო - ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს.
ესპანეთისა და იტალიის დაპირისპირება 6 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ხვალ გაირკვევა - 1/2 ფინალის საგზურისთვის ჩეხეთი დანიას, უკრაინა კი ინგლისს შეერკინება.