ვინ დასახელდა ბელგია - იტალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
ევრო 2020-ის ეგიდით, ბელგიასა და იტალიას შორის გამართული 1/4 ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თავდამსხმელი, ლორენცო ინსინიე დასახელდა.
აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, იტალიამ ბელგია ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ნიკოლო ბარელამ გახსნა, ინსინიემ "სკუადრა აძურას" უპირატესობა გაზარდა. ბელგიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
ნახევარფინალში იტალია ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, ლონდონში გაიმართება.