სპინაცოლამ სერიოზული ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე იუქმებს
იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ ევრო 2020-ის ეგიდით ბელგიასთან (2:1) გამართულ 1/4 ფინალურ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
28 წლის უკანახაზელმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და რამდენიმე თვე იუქმებს.
ასე და ამგვარად, "რომას" ფეხბურთელი, რომელიც "სკუადრა აძურას" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოგვევლინა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას ვეღარ მოახერხებს.
ნახევარფინალში იტალია ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც 1/4 ფინალში შვეიცარია (1:1, 3:1 - პენალტების სერიაში) დაამარცხა. შეხვედრა 6 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება.