ავტორიზაცია

ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ, როჯერ ფედერერმა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ, როჯერ ფედერერმა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
თარიღი 03 ივლ 2021, 15:14

გრენდ სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა, როჯერ ფედერერმა, ევრო 2020-დან შვეიცარიის ნაკრების გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული როჯერ ფედერერი შვეიცარიელია და მან თანამემამულეებს სოციალურ ქსელში მიმართა.

„მადლობა. სომერი შესანიშნავი იყო, მადლობა ყველას გარჯისთვის. მოუთმენლად ველოდები მსოფლიო ჩემპიონატს. აღსანიშნავია ესპანეთის კარგი თამაშიც, წარმატებები მათ.“ - წერს ფედერერი „ტვიტერში“.

ამჟამად, 39 წლის ფედერერი უიმბლდონზე ასპარეზობს, სადაც მესამე წრეშია გასული და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრიტანელ კემერონ ნორის (29) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე შვეიცარია მეოთხედფინალში გავიდა და ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.