ლუის ენრიკე: "მართლდება ის, რაც ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ვთქვი"
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პენალტების სერიაში შვეიცარიის ნაკრების დამარცხებასა და ევრო 2020-ს ნახევარფინალში გასვლაზე ისაუბრა.
„ეს იყო ყველაზე მშვიდი პენალტების სერია, რომელიც ოდესმე მინახავს. იმიტომ, რომ კარგად მოვემზადეთ, ვივარჯიშეთ და და მე სამწვრთნელო შტაბს გასაკეთებელი არაფერი გვქონდა.
თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ შვიდი თუ რვა გუნდიდან, რომელსაც - არა, არ ვამეტებ - ტურნირის მოგება შეუძლია. ახლა კი, ჩვენ უკვე ოთხეულში ვართ.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
მატჩში შვეიცარია - ესპანეთი ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როცა ჟორდი ალბას დარტყმის შემდეგ, დენის ზაკარიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 58-ზე შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ესპანელები უკეთესები აღმოჩდნენ - 3:1.